ბიზნესი “ოცნების” წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები

ბიზნესი “ოცნების” წინააღმდეგ – ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრის დეტალებზე “პირველებთან”  საუბრობს.

მისი თქმით, სახელისუფლებო ტელევიზია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე არ იყო ერთადერთი, ვინც ამ შეხვედრაზე ივანიშვილის პრემიერს კრიტიკული კითხვები დაუსვა.

ბიზნესმენების ნახევარმა დააფიქსირა პროსახელისუფლებო პოზიცია, ნახევარს ჰქონდა კრიტიკა და კითხვები – ამბობს ისაკაძე.

bm.ge-ს ხელმძღვანელი განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრობლემა სწორედ ის არის, რომ მას ბიზნესმენების არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

მთავარი, რაც მაგ შეხვედრიდან გამოვიდა, რომელიც, ყველა შემთხვევაში მაინც სასარგებლო იყო, არის ის, რომ ის 4-5 მხარდამჭერი განცხადების გადრა, რომელიც გარეთაც ისმოდა და გაისმა, ბუნებრივია შიგნით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, ბიზნესის დანარჩენი ნაწილი იყო ცალსახად კითხვებით, იყო კრიტიკული და მე ეს მიმაჩნია ნორმალურ საზოგადოებად. სადაც კრიტიკული აზრია, იქ არის ჭეშმარიტება, ოღონდ ეს კრიტიკული აზრი არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა ოპოზიციურად ვარ განწყობილი, მაგრამ ამისთვის საჭიროა საღი გონება მეორე მხრიდან, ნეირონებიდ ა ადეკვატურობა, რაც, სამწუხაროდ, დეფიციტში გარღვევაა. ყველაზე დიდი სიტყვა ბრძანა ბატონმა რუხაძემ. ის იყო კონკრეტული, თანმიმდევრული და ხაზგასმით თქვა, რომ ლაპარაკობს, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერის პოზიციიდან, თუმცა მას აქვს კითხვები. გამაგებინეთ, ამაში რა არის ცუდი? რატომ დაიქცა ამის გამო ქვეყანა? ბიზნესის ნაწილმა მოითხოვა დეესკალაცია და დეესკალაციის გზად დაინაახ ყველა ახალგაზრდის გამოშვება, რომელთა შესახებ დანაშაულის ფაქტები ჩვენ არ გვინახავს და ახალი არჩევნებსი ჩანიშვნა ჩათვალა გამოსავლად.  მიუღებელია? ისინი რას გვთავაზობენ. ხელისუფლებსი ხელშია ერთიც, მეორეც, მესამეც, მეჩვიდმეტეც. გამოსვლისას ეს იყო 12-დან 14 ბიზნესმენამდე, ვინც გამოვიდა, სადანაც ნახევარმა დააფიქსირა პოზიცია პროსახელისუფლებო, ნახევარს ჰქონდა კრიტიკული და კითხვები. ასეთები იყვნენ, მათ შორის საზოგადოების წინაშე წარმდგარი “თბილღვინოს” მმართველი პარტნიორი, ასეთი იყო “ნუტრიმაქსის” მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია. იყო საკმაოდ კრიტიკული ზურაბ ლალაზაშვილი “ბიდიოს” მმართველი პარტნიორი. კრიტიკულში იგულისმება, რომ კითხვები დაისვა” – ამბობს გიორგი ისაკაძე. 

კობახიძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დეტალები გათქმის შემდეგ, ბიემჯის დირექტორი დღეს შალვა პაპუაშვილის სამიზნე გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გიორგი ისაკაძე “ჭორაობს”.

“პირველების” მიერ, კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრის დეტალების გაჟღერების შემდეგ, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, “იმედის” მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი იყო, იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share