“ქართველი მაღალჩინოსნებისთვის განვიხილავთ სავიზო შეზღუდვებისა და კონკრეტული სანქციების დაწესებას” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან, მათ შორის სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველო-გერმანიის მრავალწლიან ურთიერთობას.

“შედეგად, შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ პროექტების მხარდაჭერა 200 მილიონ ევროზე მეტი თანხით” – წერია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ გერმანია ევროპელ პარტნიორებთან ერთად სავიზო შეზღუდვების დაწესებასა და ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, “ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან, მათ შორის სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველო-გერმანიის მრავალწლიან ურთიერთობას. შედეგად ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ პროექტების მხარდაჭერა 200 მილიონ ევროზე მეტი თანხით. ამავდროულად, ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს – დაწყებული უვიზო რეჟიმის გაუქმებით, დამთავრებული ქართველი მაღალჩინოსნებისთვის კონკრეტული სანქციებით”, – წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share