გურიის მოამბე

დასავლურმა სამყარომ „ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა | სია

დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” სანქცირებულების სიას აქვეყნებს, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share