გურიის მოამბე

ზურაბ გურული – პოლკოვნიკ შაიშმელაშვილის ინტერვიუ უმნიშვნელოვანესი ჩვენება იყო “ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ

პოლკოვნიკ შაიშმელაშვილის ინტერვიუ უმნიშვნელოვანესი ჩვენება იყო “ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ. ამერიკის სპეცსამსახურების დაცვის ქვეშ მისი ქვეყნიდან უსაფრთხოდ გაყვანა პრაქტიკულად ისეთივე ხარისხის სპეცოპერაციაა, როგორიც არაერთხელ ჩაუტარებიათ ამერიკელების დაზვერვას რუსეთისა თუ ჩინეთის ტერიტორიებზე.
ის ფაქტი, რომ პოლკოვნიკ შაიშმელაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარა ისევ გრძელდება ამერიკის ტერიტორიაზე, უკიდეგანო თავხედობისა და სიბრიყვის კატეგორიაშია, რადგან ასეთი მუქარა უკვე საერთაშორისო ტერორიზმის რანგში გადის და თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, ის სანქციები, რაც ამჟამად არის გაცემული, არასწორი პარკინგის ჯარიმად მოეჩვენებათ “ოცნების” შემქმნელსაც და მის “გენერლებსაც”.
როგორ პასუხობს ამერიკის მიმართ მუქარას პრეზიდენტი ტრამპი, ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაგება “ოცნების” სპეც-სამსახურებს ირანელი კოლეგებისაგან შეუძლიათ.
პოლკოვნიკი შაიშმელაშვილი იმ ქართული სამხედრო ელიტის ერთერთი წარმომადგენელია, რომლის შექმნასაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ვუმადლოდეთ. ქვეყანას, რომელსაც უბნელესი 90-იანი წლებიდან არ მივუტოვებივართ და რომელსაც ლომის წილი აქვს საქართველოს ფიზიკურ გადარჩენაში. ქვეყანას, რომლის დამსახურებაცაა დღევანდელი საქართველოს ნათელი საზოგადოება, რომელიც სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად იბრძვის ცივილიზაციის შემადგენლობაში დასარჩენად.
პოლკოვნიკის შემზარავ ინტერვიუში რამდენიმე ნათელი წერტილიც იყო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული პიროვნებების არსებობა ქართულ სპეცსამსახურებში. ეს ფაქტი მე პირადად არ გამკვირვებია, რადგან ამერიკული წვრთვნა მხოლოდ საქმის შესწავლას არ ითვალისწინებს; ამერიკული წვრთვნა უპირველეს ყოვლისა მუნდირის ღირსების და მოვალეობის გააზრების განვითარებას ემსახურება. ამით განსხვავდება ამერიკა რუსეთისაგან.
ყოველდღიურად მგონია, რომ “ოცნება” გონს მოეგება და შეაჩერებს გიჟური თვითგანადგურების პროცესს, მაგრამ ასევე ყოველდღიურად ახალ-ახალი უაზრობების ისეთ კასკადს ვუცქერით, რომ ამ ყველაფერს უკვე არანაირი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკურ პროცესებთან და ფსიქიატრიული ახირებების კატეგორიაშია გადასული. ძალიან, ძალიან სერიოზული პასუხისგება მოუწევთ იმ პირებს, რომლებიც შეგნებულად უწევენ ინტელექტუალურ მხარდაჭერას “ოცნების” შეშლილ რეჟიმს. და ეს პასუხისგება მით უფრო დაუნდობელი იქნება, რაც უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, იქნება ეს ფიზიკური, თუ მატერიალური.
დროულად გამოფხიზლდით. კიდევ დარჩა სამოქმედო არეალი; უმცირესი, მაგრამ მაინც. ნუ გამოცდით ნურც ამერიკას, ნურც ქართველებს და ნურც ღმერთს.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ზურაბ გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share