გურიის მოამბე

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შალვა პაპუაშვილის სტატუსზე – მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ.

„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“, – წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რესტორან „ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულების საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა, სადაც სხვა ბანერებს შორის იყო ბანერი წარწერით, „ჩაუფურთხე“. პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share