გურიის მოამბე

პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოში და ყველგან – საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი წერს, რომ პრესის თავისუფლება “დემოკრატიის ხერხემალია საქართველოში და ყველგან”.

“პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოში და ყველგან. მედიის პროფესიონალები უნდა იყვნენ დაცულები, არა – დევნის სამიზნეები”, – წერს ის X-ზე.

ის ეხმაურება ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

“ქართული ოცნება დემოკრატიისთვისა და მედიისთვის ნამდვილი კოშმარია. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან.

RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, – თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share