გურიის მოამბე

“ცეცხლი ოლიგარქიას” – საპროტესტო აქცია ბათუმში

უწყვეტი პროტესტი ბათუმში – მოქალაქეები მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. თავდაპირველად, ევროპული მომავლის მცველები მსვლელობით “ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ და ამ ფორმით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულ ჟურნალისტს.

“ცეცხლი ოლიგარქიას” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

”ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები, შეიძლება უფრო ძლიერი რეპრესიებიც მივიღოთ. რეპრესიების მიუხედავად, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ასევე გაიფიცხა სხვადასხვა ორგანიზაციები, გააგრძელებენ და ჩვენც ვაგრძელებთ. მათ თუ არ აქვთ უკან დასახევი გზა, არც ჩვენ არ გვაქვს. ასე ადვილად საქართველოს ვერ დავთმობთ, ჩვენ მითუმეტეს არაფერი არ გაქვს დასაკარგი, ისინი ებღაუჭებიან სკამებს, ჩვენ ვებღაუჭებით ჩვენს ქვეყანას. არ ყოფილა ჯერ შემთხვევა საქართველოში ქართველი ხალხი დამარცხებულიყო”, – ამბობს ლადო აფხაზავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share