გურიის მოამბე

ქვეყანაში ბანდფორმირებების თარეშის მიუხედავად, ადამიანების თავდადების მაგალითებს ვხედავთ – გრძელიძე

სამ-საათიან საყოველთაო გაფიცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, გიორგი გრძელიძე  აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყანაში ბანდფორმირებების თარეშისა, ადამიანები მსოფლიოს ყოველდღიურად თავდადების მაგალითებს აჩვენებენ.

“ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვიხერხებია. ასეთი კონსოლიდაცია, ასეთი ერთობა ქართველ საზოგადოებას არ ჰქონია” – ამბობს გიორგი გრძელიძე.

”დღე ნამდვილად შედგა, ამაში ორი აზრი არ არის. იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ადამიანების დაკავება, სასტიკი წამება, რაღაც ბანდფორმირებები რომ თარეშობენ ქუჩებში. ალბათ ყველაზე ლოგიკურია, რომ ადამიანს თავდაცვის ინსტინქტმა გიბიძგოს იმ აზრისკენ, რომ სადმე წახვიდე და მშვიდი ცხოვრებით განაგრძო ცხოვრება და გაეცალო ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ადამიანების თავდადების და გმირობის გასაოცარ მაგალითებს ყოველდღიურად, რომელიც ძალიან ამაღელვებელია.

დღევანდელი დღე იყო ასეთი, ძალიან ამაღელვებელი, ემოციური. ძალიან ძნელი იყო ამ გაფიცვისთვის ემოციის გარეშე მეყურებინა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვიხერხებია. ასეთი კონსოლიდაცია, ასეთი ერთობა ქართველ საზოგადოებას არ ჰქონია. გაფიცვა იყო იმაზე მეტად მასშტაბური ვიდრე ამას მოველოდით”, – ამბობს გიორგი გრძელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share