საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას შოკისმომგვრელს უწოდებს.
ჰიპერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”.
”საქართველო: ცნობები “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ შოკისმომგვრელია.
არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”, – წერს ჰიპერი.