კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ეს არის ძალის დემონსტრირება და დაშინების მცდელობა“,
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, “ეს არის აგონია, რომელიც უნდა დავამთავროთ“.
“აბუ-დაბის და ბათუმის თემა არის სირცხვილი, როცა პარლამენტის წევრები ასეთ ქმედებას ჩადიან“, – თქვა ხაზარაძემ.
”მე იმ წუთშივე გამოვეხმაურე ამ ძალადობას, მოვიკითხე გიორგი პირდად და მივწერე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამეგო. ეს არის ძალის დემონსტრირება და დაშინების მცდელობა, რომელიც დასრულდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის კრახით. რაც მეტი იქნება მცდელობა, ამ კრიმინალური პოლიტიკური ძალის მხრიდან, მე არ მინდა ამომრჩეველზე რამე ვთქვა, მაგრამ ის რომ მათ, სამწუხაროდ, მიიღეს ხელისუფლებაში ე.წ თანამდებობის პირები, რომლებიც ამ მდგომარეობას კანონდარღვევით და ძალადობისთვის იყენებენ და მერე ამას ამონტაჟებენ, აბუ-დაბის და ბათუმის თემა არის სირცხვილი, როცა პარლამენტის წევრები ასეთ ქმედებას ჩადიან. ეს არის აგონია, რომელიც უნდა დავამთავროთ და სასწრაფოდ დავუბრუნდებთ იმ პროგარამებს, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, “საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.