გურიის მოამბე

“მეგობრებო, თავისუფალი ვარ!“ – ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში “ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, თავისუფალია

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, თავისუფალი. ამის შესახებ გაბიტაშვილის მეუღლე, სოციალურ ქსელში წერს და ლაშას მადლობის წერილს აქვეყნებს.

“მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში“, – წერს გაბიტაშვილი.

მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელის საქართველოში დაბრუნებას.

”მეგობრებო, თავისუფალი ვარ!
დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!
მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“, – წერია ინფორმაციაში
.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს “მონები” და “რუსები” ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლდა “ოცნების” დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფშიც სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share