გურიის მოამბე

საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში კვლავ საქართველოზე წერს და აღნშნავს, რომ “საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა“.

“ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – წერს უილსონი.

ამასთან, კონგრესმენი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ღირებული პარტნიორები არიან.

”საქართველო და აშშ ღირებული პარტნიორები არიან. საქართველოს თავისუფლების საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს CCP (ჩინეთის კომუნისტური პარტია), ომის დამნაშავე პუტინი და ირანის რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს,” – წერს უილსონი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share