შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს – ამის შესახებ შვედი დეპუტატი პლატფორმა X-ზე წერს.
შვედეთი მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და “ქართულ ოცნება” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოუწოდებს.
„შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ“ — წერს გუსტავ გეტბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი X-ზე.