საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში შვილების თაობის აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას ნანა ჯანელიძე ეხმაურება.
რეჟისორი ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომ ახალგაზრდებს “ყინულის მჭრელებად” მოიხსენიებს და სინდისის პატიმრებს გმირებად რაცხავს.
“როგორც ყლორტი ფეთქავს ბეტონს, სწორედ ასე არიან ისინიც” – აღნიშნავს ნანა ჯანელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლები ივანიშვილის რეჟიმს არაფერს შეარჩენენ.
”ხვალ მივალ აქციაზე, თეატრის გვერდით ვიდგები. ეს ახალგაზრდობა არაჩვეულებრივია, ჩვენ ისინი აღმოვაჩინეთ, არ ვიცნობდით მათ. ეს არის თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა. ამათ ვერაფერი ვერ დაუპირისპირდება. როგორც ყლორტი ფეთქავს ბეტონს და იმას ვერაფერი ვერ დაღუპავს, ასევე არიან ესენიც. ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. ესენი არიან, ფაქტობრივად, ყინულ მჭრელები,” – ამბობს ნანა ჯანელიძე.