ყველა კრიზისი გარდაუვლად მთავრდება, ერთგვარი კულტურის მშობიარობით და ახლაც ვართ მძიმე კრიზისში, – ამის შესახებ რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კრიზისი ასე ვერ დარჩება, ის მოგვცემს აუცილებლად რამე ხელშესახებს და ალბათ, კულტურა იქნება პირველი, რომელიც აირეკლავს ამ კრიზისის შედეგებს.
“ჩვენი დაქსაქსული წუხილები და პროტესტები ერთიანდება, იძენს კოლექტიურ სახეს“, – ამბობს მაცხონაშვილი.
”თეატრალები თუ კინოში მომუშავე ადამიანები აკვირდებიან, აღწერენ პროცესებს და არიან მკვლევარები, ჩვენ პრინციპში ჰონორარებს გვიხდიან კვლევაში პროცესების, მოვლენების ფაქტების, ახლაც იგივე რამეს ვაკეთებთ უსასყიდლოდ და ჩვენი წარმოდგენით, სამშობლოსთვის. მგონია, ყველა კრიზისი გარდაუვლად მთავრდება, ერთგვარი კულტურის მშობიარობით და ახლაც ვართ მძიმე კრიზისში, მაგრამ ასე ვერ დარჩება, ის მოგვცემს აუცილებლად რამე ხელშესახებს და ალბათ, კულტურა იქნება პირველი, რომელიც აირეკლავს ამ კრიზისის შედეგებს.
პროტესტს რაც შეეხება – ესეც ძალიან ორგანულია ჩვენთვის, რადგან პროტესტი თუ არ გაქვს არ აკეთებს კინოს, თეატრს, არ ხატავ, ახლა უბრალოდ ჩვენი დაქსაქსული წუხილები და პროტესტები ერთიანდება, იძენს კოლექტიურ სახეს, რაც ბევრად მშვენიერს ხდის მათ და ჩვენ ვტოვებთ იმ ფრაზას, სადაც პოლიტიკა და ხელოვნება სხვადასხვა სიბრტყეა და ვხვდებით,რომ ამის თქმა უკვე “გოიმობაა“. ხელოვნება არის ძალიან პოლიტიკური და არ მგონია, სხვადასხვა სფეროებზე ვსაუბრობდეთ“, – განაცხდა მაცხონაშვილმა.