გურულები მარსელში
.
„გაზეთის მკითხველებს უსათუოდ მოეხსენებათ, რომ ყოველ წელიწადს ინგლისსა და ამერიკაში რამდენსამე ცხენოსან გურულს იბარებენ ცირკებისათვის. ამ გურულებს რაღაცა შეცდომით, საზღვარ-გარეთ „კავკასიელ ყაზახებს“ ეძახიან. ამას წინათ ეს გურულები, ამერიკაში მიმავალნი, მარსელში მოჰყოლიან. როდესაც ფრანგებს გაუგიათ, „ყაზახები“ მოვიდნენო, ერთი ალიაქოთი აუტეხიათ, დაუშენიათ ქვები და ქოლგებით და ჯოხებით მიჰვარდნიან. ფრანგები საზოგადოდ გაჯავრებულნი არიან ყაზახებზე იმ საქმეების გამო, რომელსაც ესენი რუსეთში სჩადიან. ბოლოს საქმეში პოლიცია ჩარეულა და დაუსრწმუნებია ხალხი, რომ მიმავალნი ყაზახები კი არა, ქართველები არიანო.“
.
ჟურნალი „მწყემსი“ 15.04.1906 წელი #6
კახა ჩავლეშვილი