მარგუს ცაჰკნა: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ

საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრი ამბობს:

საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია.  ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, კონკრეტული სიგნალი მივცეთ იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ჰყავს საქართველოს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი.

არ გვჯერა, არ შეგვიძლია, დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად. 

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share