სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა საკუთარ სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი პირბადით მივიდა.
„დროას“ წევრის მარიამ სიჭინავას პროცესი ზუგდიდის სასამართლოში მიმდინარეობს.
განახლება: ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის პარტია “დროას” წარმომადენელი მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა მორიგ ჯერზე.
წინასასამართლო პროცესზე აქტივისტი ხალათითა და ჩუსტებით მივიდა, მას ეკეთა ბალაკლავაც. პარტიის ცნობით, სიჭინავა აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. მანამდე სიჭინავა დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამოც.
იმავე დღეს, აქტივისტი ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე აქციაზე საბავშვო ნიღბით მივიდა.