“ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.
ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად:
“ქართულ ოცნებას” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, “ოცნებას” აქვს შემდეგი პირობები:
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
- პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;
- მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
- რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
- განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.
P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!”
– წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია.