დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ “დღეიდან საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წვეყტს”.

“ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში”, – თქვა თეა წულუკიანმა.

***

დღეს, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებს.

ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, გარკვეული შეზღუდვები ქართული ოცნების დელეგაციისთვის არის განსაზღვრული. კერძოდ, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევების დაგმობის აშკარა ნიშნად, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან აქამდე რეაქცია არ მოჰყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქართული დელეგაციის წევრებს შეუჩეროს კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობისა ან მოადგილეობის უფლება.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share