”ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზედაც დღეს ვსაუბრობთ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არის ასეთი სამართალდარღვევების წამხალისებელი.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის, ესენი არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც არიან საქართველოში, რადიკალურ ოპოზიციაზე აღარ ვსაუბრობ. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ.
როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობაზე იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორო, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის.”