“იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ, ნუ უკვირს როდესაც ბრალდებას აყენებს, უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, რაც ყველაზე მთავარია, არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, ამასთან დაკავშირებით მერე ნუღარ უკვირს და ნურავის აკრიტიკებს, როცა მიიღებს მკაცრ პასუხს ამასთან დაკავშირებით. როდესაც ბრალდება არის ცრუ, არაფერზე დაყრდნობილი, ასეთ პირობებში რასაკვირველია არავის არ აქვს მიზეზი ისაუბროს რაიმე სანქციებზე”, – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე.