მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე – ადვოკატი

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ნიკა მელიას მიმართ პოლიციის სამმართველოში განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ინტერსების დამცველი მოძალადე პოლიციელებს ახსენებს, რომ კონვენციურ დანაშაულებს ხანდაზმულობა არ აქვს და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მრავალი წლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება.

მოგეხსენებათ, გუშინ, როდესაც უკანონოდ დააკავეს ნიკა მელია, მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად, გადაიყვანეს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში, სადაც როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე განხორციელდა ძალადობა სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან. მინდა, შევახსენო ყველას, რომ კონვენციური დანაშაულები არის ხანდაზმულობის მიღმა. შეიძლება, გავიდეს მრავალი წელი და ადამიანები მიცემული იქნან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ჩვენ მოვითხოვთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაიწყოს მყისიერად გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, როდესაც იგი იყო დაკავებული, ხელბორკილ დადებული პოლიციის სამმართველოს შენობაში, ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელიც არის მრავლად პოლიციის შენობაში და მიეცეს ფაქტს შესაბამისი რეაგირება, – ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მალია “ტვ პირველის” ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასზე პოლიციის მაღალჩინოსანმმა ფიზიკურად იძალადა – მელიას თქმით, ისნის პოლიციის შუშებიან განყოფილებაში მას ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ფეხი დაარტყა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share