სახაზინო ტერორი აქტივისტების წინააღმდეგ – მხოლოდ ივანიშვილის დაბადების დღეზე 750 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს, ეს რეკორდული თანხაა, იანვარში კი ჯარიმების რაოდენობამ 18 მილიონს ლარს მიაღწია, თუმცა მზად არიან რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგეებიც – ყველა ჯარიმა, რომელსაც პოლიცია გამოწერს, საჩივრდება სასამართლოში და გადახდის ვალდებულება მხოლოდ მაშინ ეკისრება მოქალაქეს, როდესაც სასამართლო აკისრებს ჯარიმას.
როგორ გავასაჩივროთ ჯარიმა?
- თუ პოლიციამ დაგირეკათ და გითხრათ, რომ უნდა გამოცხადდეთ პოლიციის განყოფილებაში, სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად:
- მოითხოვეთ, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოგიგზავნონ თქვენს მისამართზე. (პოლიციელი თუ ტელეფონით გეუბნებათ რომ დაჯარიმდით ეს ჯარიმის ოქმი არ ითვლება ჩაბარებულად)
- როდესაც, სახლში მოგიტანენ ოქმს (არ აქვს მნიშვნელობა ხელს მოაწერთ თუ არა, მაგრამ ითვლება ჩაბარებულად). ამ წუთიდან გერთვებათ გასაჩივრების 10 დღანი ვადა. ავსებ მარტივ ფორმას და ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროშივე ასაჩივრებ დაჯარიმების უკანონო ოქმს, თუ რეჟიმმა ძალაში დატოვა ეს ჯარიმა, ამის შემდეგ გაქვთ კიდევ 10 დღე, რომ უკვე სასამართლოში გაასაჩივროთ, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გერთვებათ თანხის გადახდის ვალდებულება და შეგეძლებათ მიმმართოთ ხალხის დახმარების ფონდებს.
- თუ პოლიციას არ დაურეკავს, არც ჩაუბარებია თქვენთვის ჯარიმის ოქმი და გამოაქვეყნეს, ვებ გვერდზე protocols.ge. ოქმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღეში ითვლება ის ჩაბარებულად, ამის შემდეგ ირთვება უკვე პოლიციაში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების ვადები. (10-10 დღიანი ვადები).