დაფუძნდა გურიის არქიტექტორთა ასოციაცია „ AGA “

გურული  არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“  (AGA – Association of Gurian Architects)  რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.

 

AGA-ს წარდგენის  პრეზენტაცია  გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული  საქმიანობები უკვე  დაიწყო.

აგას მთავარი ამოცანა

გურიის სივრცით განვითარებაში, ასევე  საზოგოდებითვის მნიშვნელოვან და სენსიტიურ ადგილებზე,  არამარტო ადილობრივი არიქტექტორების, არამედ, ადგილობრივი  მაცხოვრებლების ჩართულობა და ტრანსფარანტულობა უზრუნველყოს.

როგორ მივაღწევთ დასახულ მიზანს?

AGA  ჩაატარებს ღია კონკურსებს, სადაც გათვალისწინებული იქნება, არამარტო დამკვეთის, არამედ ადგილობრივების განწყობები, კონტექსტი და საჭიროებები. სხვადასხვა არქიტექტორებისა და  კომპანიების მიერ  შესრულებულ პროექტებს, AGA გაასაჯაროებს  ასოციაციის პლატფორმებზე, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი და შეფასება.  ვფიქრობთ, ადგილობრივი ხალხის უკუკავშირი,  გათვალისწინებული უნდა იყოს,  როგორც დამკვეთის და შემსრულებლის, ასევე ნებართვის გამცემი ორგანოების მიერ.

 

მმართველი ორგანო და სტრუქტურა;

  • წევრთა საერთო კრება,
  • სამეთვალყურეო საბჭო
  • ასოციაციის თავმჯდომარე

 

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის დამფუძნებელი წევრები წარმოადგენენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტს – ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.

“ასოციაციის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე.

AGA მზადაა, გახდეს გურიის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურული სივრცის ფორმირების მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიონალ არქიტექტორებთან, ინვესტორებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.” განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახი მენაბდემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share