პრეზიდენტი ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, სტიქიის ზონაში ჩასულ მოხალისეებს ღირსების ორდენი მიენიჭოთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სტიქიის ზონაში ჩასულ მოხალისეებს ღირსების ორდენი მიენიჭოთ.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ზოგი“ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხვდა”.

პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძე და მის ოჯახს, რომელიც სტიქიის ზონაში წალბატონს მედიკამენტებით დაეხმარა.

მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არაუშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლეებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!
პს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხვდა. ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!- წერს ზურაბიშვილი. 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share