მოხალისეებმა გადაგვარჩინეს-თავისი მანქანით მოიყვანეს თოვლში ჩარჩენილი ექიმები

გამთენიის 3 .10 წუთზე მეუღლე გახდა ცუდად, გამოვიძახე სასწრაფო, ერთი საათის შემდეგ მეზობლის ჭიშკართან შევამჩნიე ნათურებიანი ჯიპი, გადავედი და ვკითხე, გამოძახება სასწრაფოს მე ველოდები და თქვენ ბრძანდებით მეთქი?
არა, ჩვენ მოხალისეები ვართო და აკაკი მემარნიშვილთან მიგვიღეს ღამის გასათევადო, შემდეგ გადარეკე, რომ გაეგოთ თუ სად იყო სასწრაფოს მანქანა, რომელიც უჩხუბის ნაძვნართან იყო ჩავარდნილი, გზის გაუწმენდაობის გამო, მოხალისეებმა თავისი მანქანით მოიყვანეს ექიმები, და ელოდნენ და ისევ ჩაიყვანეს სასწრაფოს მანქანამდე, ალბათ ამოაყვანინებდნენ მანქანასაც.
დიდი მადლობა სიკეთისთვის ბიჭებო !

რომ არ ეყოჩაღა ამ გმირ ბიჭებს, დღეს არ ვიცი რა მდგომარეობა ექნებოდა მეუღლეს, არის ონკოლოგიური ავადმყოფი. ორივე მკერდი მოკვეთილი, ძვლებზე ახლა გაიკეთა გადასხმა, გზა არ იყო გაკვალული, რომ სასწრაფო ამოსულიყო. მადლობა ამ ბიჭებს

წერს ცხემლისხიდელი (სოფელი ოზურგეთში) ლადო ჭანუყვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share