სტიქიის დროს დახარჯული დიდი ფული რესტორნებში – რა თანხებს ხარჯავს რეჟიმი ჭამა-სმაში

20 თებერვლიდან 27  თებერვლამდე ,,ქართულმა ოცნებამ” სარესტორნო მომსახურების შესაძენად 14 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ეს მაშინ, როდესაც გურიაში და იმერეთში ხალხი  დიდთოვლობას ებრძვის, უწყლოდ, უშუქოდ და საკვების გარეშე არიან დარჩენილი. მაგალითად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 22-25 თებერვალს სტუმრად ჰყავდა 4 კონტენტ კრეატორი. მათი  საქართველოში დასვენება 7 665 ლარი დაჯდა, კვებაზე კი 3000 ლარი დაიხარჯა. “აი ფაქტის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 1 ნომებრიდან 27 თებერვლამდე ორგანიზაციები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ჯამში, სარესტორნო მომსახურებისთვის 1 327  250  ლარის შესყიდვა გააკეთეს.

ეს ყველაფერი  არ არის. მაშინ, როდესაც ,,ქართული  ოცნება” დიდთოვლობას მოუმზადებელი შემხვდა და თოვლში  ჩარჩენილი  ხალხი  უპატრონოდ დატოვა,  კოლოსალურ  თანხებს ხარჯავდნენ სარესტორნო მოსმახურებაში. 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს 19 000 ლარი დახარჯა რესტორან “ბაბილო მიუზიკ ჰოლში”. ხაშურის სასპორტო სკოლა, რომელიც ბიუეჯეტიდან ფინანსდება, 3000 ლარის საზეიმო ვახშამი მოაწყვეს. ახლა ჩნდება კითხვა, მაშინ, როდესაც ჭამა-სმაში ,,ქართული  ოცნება”  მილიონებს ხალრჯავ, რატომ არ შეიძინა შესაბამისი  ტექნიკა თოვლში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად.

საქართველოს პარლამენტი 3 200 000,  საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 500 000,  თავდაცვის სამინისტრო 1 600 000,  ანტიკორუფციული  ბიურო 34 143 –  ეს მცირე ჩამონათვალია იმ უწყებების, რომლებმაც 2024 წლის პირველ ექვს თვეში ორგანიზაციის სახელით გამართულ ღონისძიებებში, პრეზენტაციებსა თუ მიღებებზე, ჯამში, 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share