საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და დედებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
„დედებო, გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ, ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს“, – წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, დღეს, თბილისში დედების მარში დაიგეგმა. მსვლელობაში ის დედები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შვილები დაკავებულია. შეკრება 20:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.