ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამის შესახებ Fox news-ის ჟურნალისტი, ნანა საჯაია სოციალურ ქსელში წერს.
ჯიდაში მოლაპარაკებები დასრულდა:
რა ვიცით ამ ეტაპზე?
- * მოლაპარაკებები 7 საათი გაგრძელდა;
- * უკრაინა თანახმაა 30 დღით სრულად შეწყვიტოს ცეცხლი;
- * ახლა ამერიკა ამ შეთანხმებას რუსეთს წარუდგენს;
- * ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას;
- * ამერიკა ასევე განაახლებს შეჩერებულ სამხედრო დახმარებას;
- * ამერიკის დელეგაცია იმედოვნებს რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი დათანხმდება;
- * მინერალებზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ის დღისწესრიგში რჩება