„საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე დღე გაძლებდა. ეს როგორ შეიძლება ჩვენი ინტერესის ნაწილი ყოფილიყო“ – ოლექსი რეზნიკოვი

“რა სამხედრო ინტერესი ან სარგებელი უნდა მიგვეღო აქედან? საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე დღე გაძლებდა.ნებისმიერი სერჟანტი გეტყვით ამას – ეს როგორ შეიძლება ჩვენი ინტერესის ნაწილი ყოფილიყო? სხვა რელიეფი, სხვა სამხედრო სტრატეგია, სხვა შეიარაღება.ჩემს მინისტრობისას მსგავსი რამ რომ განხილულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – არ ყოფილა არცერთი მცდელობა, არანაირი ზეწოლა კიევის მხრიდან [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე].ეს არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკის ნაწილი”. – თქვა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share