რუსთაველის ეროვნული თეატრში მსახიობების წინააღმდეგ ახალი რეპრესიების დაიწყო. მსახიობ ანა ამილახვარს დღეს რობერტ სტურუამ სპექტაკლში მონაწილეობის უფლება არ მისცა. მსახიობს გადასცეს მოხსენებითი ბარათი და უმტკიცებენ, რომ თეატრის შინაგანაწესი დაარღვია, როდესაც 2 თებერვალს მაყურებლის წინაშე საპროტესტო მაისურით წარდგა.
“მიჯაჭვული პრომეთედან” სტურუამ ის მსახიობები ჩახსნა, ვინც “ოცნების” პოლიტიკას არ იზიარებენ, დასი განაახლა და მსახიობები ჩაანაცვლა. არადა, ამილახვარს მაისურზე მხოლოდ “სოლიდარობა სინდისის პატიმრებს” ეწერა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ სპექტაკლის შემდეგ წარწერიანი მაისურის გამოჩენა დანაშაულია.
საკუთრი აზრის სცენაზე გამოხატვა რომ დასჯადია, ადასტურებს რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის გამგეც, მთავარი რეჟისორი კი ირწმუნება, რომ სტურუასთან თანამშრომლობაზე უარი თავად მსახიობმა გადაწყვიტა, თუმცა ამილახვარს ეს ოფიციალურად არსად უთქვამს.