ოზურგეთის “მერცხალის” ისტორიდან – თამაზ(ოტია)კილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა

ოზურგეთის “მერცხალის” ისტორიდან
თამაზ(ოტია)კილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა
დაიბადა 1.09.1945წელს ოზურგეთში
გარდაიცვალა 25.05.2012 წელს
თავდამსხმელი
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს მახარაძის სპოტსკოლაში მწვრთნელ რეზო ცერცვაძესთან
თამაშობდა ლაითურის”გიგანტში”1968- 1974წლებში
საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდში 1974-77 წ.
ლაითურის” გიგანტის” მწვრთნელი და გუნდის უფროსი.
ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი 1982- 85წ.
ოზურგეთის “მერცხალის” მთავარი მწვრთნელი 2000წ.
საკავშირო გათამაშების” ოქროს თავთავის” გამარჯვებული 1981.ლაითურის ” გიგანტი” მთ. მწვრთნელი ოტია კილაძე
ბატონი ოტია გამორჩეული პიროვნება იყო,კაცს რომელსაც აუგი არასდროს დაცდენია,კაცი, რომელსაც არასდროს არავინ უწყენინებია,თავისი საოცარი უბრალოებით დიდ სითბოსა და სიყვარულს აფრქვებდა, თუ ხედავდა,რაღაც გჭირდებოდა,არ დაგტოვებდა,გვერდით დაგიდგებოდა და თან გადაგყვებოდა.
წავიდა ჩვენგან კაცი ღირსეული,ერთგული პიროვნება,პატიოსანი და მშრომელი პიროვნება,ჩვენ დაგვიტოვა კარგი ადამიანობის თვალსაჩინო მაგალითი.
ჩვენი დიდი ტკივილი ხარ! ღმერთმა ნათელში დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share