”ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ.”
აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.