„ჩვენ ვგრძნობთ, რასაც აკეთებს ქართველი ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ დემოკრატიულ უკუსვლას“ – ბუდრისი

ჩვენ ვგრძნობთ, რასაც აკეთებს ქართველი ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ დემოკრატიულ უკუსვლას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

მისი თქმით, „ის რომ საქართველო დემოკრატიის ბორცვიდან დაბლა, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიემართება, ევროპას ძალიან აშფოთებს“.

ჩვენ ვგრძნობთ, რასაც აკეთებს ქართველი ხალხი , რომლებიც აპროტესტებენ დემოკრატიულ უკუსვლას, დემოკრატიის ბორცვიდან დაბლა, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიემართებიან.  ეს ევროპას ძალიან აშფოთებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი წინ წასვლაა. ის რაც ვნახეთ იანვარში და დეკემბერში, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩვენები, რომელიც ოდირის რეკომენდაციებით უნდა დაორგანიზდეს, იმ ორგანიზაციების, რომლებიც აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ არჩევნებს. ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაციაა“, – განაცხადა ბუდრისმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share