მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩხრეკის შემდეგ ნანუკა დააპატიმრონ-მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი ეჭვობს, რომ ჩხრეკის შემდეგ, შესაძლოა ნანუკა ჟორჟოლიანი დაიჭირონ და ის გახდეს მეორე ჟურნალისტი გისოსებს მიღმა.

როგორც მან  განაცხადა, ამ ყველაფრით, ჟურნალისტთა კორპუსს უთვლიან, რომ ყველას დაგიჭერთ.

“ეს იქნება პირველი ნაბიჯი, შემდეგ კი გადაუვლიან ჟურნალისტთა კორპუსს, რადგან ივანიშვილი, არ უყურებს მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს და კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში“,- განაცხადა ასათიანმა.

”დათრგუნული ვარ. “ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირი ტერორი დაიწყო. ძალიან მძიმედ მვიირე ნანუკას ამბავი და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩხრეკის შემდეგ ნანუკა დააპატიმრონ და მეორე ჟურნალისტი გახდეს, ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება. ამ ყველაფერს ორი ფაქტორი აქვს: პირველი- აქციის მონაწილეებს ეუბნებიან, რომ დაგაჯარიმებთ თუ ქუჩაში გამოხვალთ და თქვენს თანხას ვერავინ გადაიხდის, და მეორე- ჟურნალისტთა კორპუსს გვითვლიან, რომ ყველას დაგჭერთ. ზუსტად ისე, როგორც ბოლშევიკები ამბობდნენ. 

ამ ქოცურ ქვეყანაში ქველმოქმედის სახელი უნდა ჰქონდეს, მარტო ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ ის ქველმოქმედი არ იყო და ის აკეტებდა ინვესტიციას, რადგან ვისაც გვერდში დაუდგა, ყველას მხარდაჭერა მოსთოვა და უხერხულ მდგომსრეობაში ჩააგდო. 

თუ გინდა ნანუკას ებრძოლო არ უდნა შეიმჩნიო, თუ გინდა რომ ძალა მოემატოს, უნდა ებრძოლო,  მართლა დრაკონივითაა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა გაასმაგებული ძალა აქვს. ღმერთმა დაიფაროს, რომც დაიჭირონ, იქიდანაც სულ სხვა ნანუკა დაიბადება, ამიტომ, რეჟიმს თუ უნდა სახელი – ნანუკა და გვარი-ჟორჟოლიანი სხვა სიმაღლეზე აიყვანოს, მას უნდა ებრძოლოს” – განაცხადა მაია ასათიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share