ქვეყანა დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან გვყავს – ქურხული

“ქვეყანა დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან გვყავს” – ამის შესახებ მწერალმა ბექა ქურხულმა  განაცხადა.

სამხედრო რეპორტიორის შეფასებით, დღეს საქართველოში მმართველობა ოკუპანტი რუსეთის ხელშია, რომელიც ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხელით აკეთებს.

”დღეს ჩვენ თბილისში გვყავს პირდაპირ აღა-მაჰმად-ხანი. ხელისუფლება და თბილისი ხელში აქვს აღებული არა ცუდ ხელისუფალს, არა სულელ ხელისუფალს, არა თუნდაც დამნაშავე ხელისუფალს. დღეს საქართველოში გვყავს პირდაპირ ოკუპანტი, ვიღაცის “ნამესნიკი” სახელად ბიძინა ივანიშვილი. ამას “ნამესნიკს” დაარქმევ, უცხო ქვეყნის გუბერნატორს დაარქმევ თუ ხანს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, ქვეყანა გვყავს დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვია”, – ამბობს ბექა ქურხული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share