ძალიან სწორ გზაზე ვართ – ტრამპი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

ძალიან სწორ გზაზე ვართ – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ში წერს. მისი თქმით, საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.

“ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ”. – წერს ტრამპი.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

“ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი”- უთხრა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს.

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share