არ გვეშინია, არც გაშავების, არც ბულინგის, პირიქით, გვეამაყება, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ-მერიის ყოფილი თანამშრომელი

ლუკა გოგიჩაიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მერიაში მიმდინარე რეპრესიებს ემსხვეროლა. ის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან გაუშვეს.

ლუკა ამბობს, რომ “მას არ ეშინია, არც გაშვები და არც ბულინგის და პირიქით ეამაყება, საკუთარი გადაწყვეტილება, პეტიციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.“

”ძალიან სასიამოვნოა, როცა შეიძლება, რომ გაჟღერდეს ჩვენი ხმა, რადგან ახლაც არიან ადამიანები მერიაში, ხელისმომწერებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომლებმაც არც კი იციან, გაუშვებენ თუ არა. მაქსიმალურად წელავენ ამ პერიოდს. მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სამსახურიდან გაშვებულს. ჩვენ რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არ გვეშინია, არც გაშავების, არც ბულინგის, პირიქით, ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს და გვეამაყება, რაც გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ეს იყო სრულად გააზრებული, როცა ხელს აწერდა, ყველამ იცოდა, რომ შესაძლოა, ეს მოყოლოდა“, თქვა ლუკა გოგიჩაიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share