“11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია“ – ჟორჟოლიანი გაბიტაშვილის უწყებას მიმართავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გაბიტაშვილის უწყებას მიმართავს და მოუწოდებს ფონდის ანგარიშზე ყადაღა მოხსნან, რათა მან ადამაინების დახმარება კვლავ შეძლოს.

ჟორჟოლიანი წერს, რომ ყადაღის მოხსნის შემთხვევაში, “ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში.“

”მივმართავ გენერალურ პროკურორს გაბიტაშვილს. 11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია.

მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს.
მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში.
თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე,”- წერს ჟორჟოლიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share