“სირცხვილია, არ გაპატიებთ! ” – გმირების შვილების პასუხი “ქართულ ოცნებას”

რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილიც იმყოფება.

მარიამ წილოსანი წულუკიანის კომისიის მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის რაც დღეს პარლამენტში ხდება საქართველოსთვის “დიდი სირცხვილია”.

“მამაჩემის სახელს არცხვენენ ეს არის, ისეთი, რამ რაც არ შეიძლება, ხალხმა ვაპატიოთ” – ამბობს შინდისის გმირის შვილი.

”ჩემთვის ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდოდა, რომ ჩავრთულიყავი ამ თავისუფლების ბრძოლისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მე დღეს აქ ვდგავარ და ვახერხებ ახალგაზრდების გვერდით დგომას. ძალიან მტკივნეულია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება და ვფიქრობ ეს საქართველოსთვის დიდი სირცხვილი არის, იმ გმირებისთვის რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის გაწირეს თავი. მამაჩემის სახელს არცხვენენ შეიძლება ასევ ვთქვა. ეს არის არის, ისეთი, რამ რაც შეიძლება, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა და ხალხმა ვაპატიოთ”, – ამბობს მარიამ წილოსანი.

დარწმუნებით ვიცი, რომ მამაჩემი, რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩვენი ქართველი ხალხის გვერდით იქნებოდა”, – ამბობს კიდევ ერთი ქართველი გმირის, თემურ ბოკუჩავას შვილი, რომელიც ასევე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო ქციაზე იმყოფება.

”მე ვარ თემურ ბოკუჩავას ვაჟი. გმირის შვილი ვარ და ძალიან დამწუხრებული ვარ. მამაჩემი, როდესაც იყო 8 წლის სეპარატისტებმა გადმოასახლეს სოხუმიდან და ბავშვობიდან მისი ოცნება იყო, რომ დავბრუნებულიყავით სამაჩაბლოში და მე იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით და ალბათ კი არა დარწმუნებით ვიცი, რომ მამაჩემი, რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩვენი ქართველი ხალხის გვერდით იქნებოდა და დე ბოდიში, რომ შენ სამსახურს თუ რამე ისეთად ჩემი პოზიციის დაფიქსირების გამო. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ”, – ამბობს ალექსანდრე ბოკუჩავა.  

“დგება ხალხის გაზაფხული” – უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა.

პარლამენტის შენობასთან შკრებილებს მსვლელობით სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები უერთდდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share