ივანიშვილი უფრო რთული პოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მთლიანი ოპოზიცია ერთად აღებული – გამზარდია

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია “ახალი თაობასთან” საუბრობს:
“ოპოზიცია ძალიან ბევრს არ მოსწონს, მათი მხარდაჭერის ხვედრითი წილი ძალიან დაბალია, მაგრამ მსგავსი ოპოზიცია თავისით უნდა იცვლებოდეს და არა ხელისუფლების მიერ”, “რაც გინდა ცუდი გყავდეს ოპოზიცია, ის უნდა “აკრძალოს” არჩევნებმა, ამომრჩევლის ზეწოლამ და არა ხელისუფლებამ. ხელისუფლების მიერ არასასურველი ჯგუფი აკრძალული არ უნდა იყოს.”
“ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის პირველი საყრდენი ჯგუფია. ახლა კი, როგორ გაგრძელდა წინა ხელისუფლების ლიდერების პოლიტიკური ცხოვრება, კარგად ვნახეთ. ივანიშვილი უფრო რთული პოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მთლიანი ოპოზიცია ერთად აღებული. უფრო რთული კონსტრუქციებით აზროვნებს. ამიტომ “ქართული ოცნების” იმ სახეებს, რომლებიც ახლა ამ პარტიის ელიტას წარმოადგენენ, აქვთ დროებითი ფუნქცია.
ივანიშვილს სურს, ოპოზიციურ ველზე მტრული განწყობის ნაცვლად, კონკურენტული მოცემულობა შექმნას. მას უნდა ისეთი ოპოზიციის შექმნა, რომლითაც ივანიშვილის უსაფრთხოებას არაფერი არ დაემუქრება.”- აცხადებს გამზარდია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share