“დგება ხალხის გაზაფხული” – უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ მსვლელობით სტუდენტებიც უერთდებიან.
საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.
მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციები სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.
[ფოტო: “ქვეყნის სამსახურში”]