საქართველოში დღეიდან პროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა-“დეილისა” და “მაგნიტის” გაერთიანებამ “ქეშბექი” 50% აწია

საქართველოში დღეიდან პროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა-მიზეზი-“დეილის”, “მაგნიტის” “ზედაზენისა” და “გვირილას”გაერთიანებაა, ანუ ერთი კომპანიის ქვეშ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქსელური  სუპერმარკეტების მოქცევა, ეს კომპანია ქართულ ბაზარზე – გაერთიანებამ, ფაქტიურად მონოპოლისტად აქცია და მის თამაშს ემორჩილება ქართული ბაზარიც – ამ კომპანიამ კი “ქეშბექი” 30% დან 50% მდე  აწია, მაშინ როცა მანამდე მისი ზღვარი 30% იყო.

შესაბამისად, დღეიდან საქართველოში ფასები ყველა სახის პროდუქტზე-როგორც ალკოჰოლურ ასევე უალკოჰოლო სასმელებზე, საკვებ პროდუქტებზე-გაძვირდა.

გასაოცარია რომ მეზობელ თურქეთში “ქეშბექი” მხოლოდ 3 % ია.

იქ ამ სიტუაციას ანტიმონოპოლიური სამსახური არეგულირებს, თუმცა საქართველოში ეს უწყება ჩართულია ამ დიდ კორუფციულ სქემაში, რომლის უკანაც ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენები, ძირითადად პარლამენტარები დგანან.

ანუ ამ ჩამოთვლილი კომპანიების მფლობელები პარლამენტარები და ხელისუფლებათან დაახლოებული პირებია.

მაგალითისათვის – დღეიდან საქართველოს საშუალო სიმდიდრისა და ღარიბი მოსახლეობა ყოველი მორიგი მილიონი ლარის პროდუქტებზე ზედმეტ ნახევარ მილიონს გადაიხდის, თუ დღემდე ზედმეტ სამასი ათასს იხდიდნენ-ასევე მაგალითისათვის მეზობელ თურქეთში ყოველ მილიონ დოლარის პროდუქციაზე მოსახლეობა მხოლოდ 30 ათასს დოლარს იხდის ზედმეტს.

რატომ ღარიბი ხალხი? იმიტომ, რომ  მდიდრები იმ სახის პროდუქციით, რომელსაც “ქეშბექი” ეხება = არ სარგებლობენ.

რა არის “ქეშბექი”? რომელიც სხვათაშორის პირველად ჩვენთან „კარფურმა“ დანერგა.

რას ითვალისწინებს „ქეშბექი“?  მაგალითად ხარ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, და შენი პროდუქციის გატანა გინდა ბაზარზე, არცერთი ეს კომპანია საკუთარ ქსელში შენს პროდუქტს არ შეუშვებს თუ არ დათანხმდი მის პირობებს, კერძოდ შეგაქვს 10 ლარის პროდუქცია, ის შენ გირიცხავს 10 ლარს, მაგრამ იმისათვის რომ მან შენი პროდუქცია მის ქსელში შეუშვას შენ უნდა დათანხმდე მის პირობებს და ერთ ერთი „ქეშბექია“ რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ქსელი შენი პროდუქციის ღირებულების თანხას-10 ლარს გინაზღაურებს, შენ მას-დღემდე- აქედან 3 ლარს უკან უბრუნებდი ოფიციალურად. ანუ უკვე შენი პროდუქცია რომელიც შესაძლებელი იყო 7 ლარად შეგეტანა ქსელში მისი ღირებულების 42% „ქეშბექის“ დახმარებით იმატებს, თანაც ქსელი გავალდებულებს, რომ – შენ სხვა ქსელში ამ პროდუქციას უფრო იაფად ვერ შეიტან.

დღეიდან კი ყოველი შეტანილი 19 ლარის პროდუქციიდან უკან 5 ლარს უბრუნებ.

ეს ისეთი სისტემაა და ქსელური მაღაზიების მოქმედებები ისე არიან ერთმანეთთან ორკესტრირებული, რომ ამ სქემაში ჩართვაზე უარს მარტო დამწყები კომპანიები, მაგალითად კვერცხის მწარმოებლები, კი არა, თვით „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „ნაბეღლავიც“ ვერ ამბობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამათაც კი ეს პირობითად რომ ვთქვათ „ქსელური“ კასტა, ბაზარზე მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

იგივე თემაზე

 

ოზურგეთელთა აბსოლიტური უმრავლესობა სურსათს მეზობელ თურქეთში ყიდულობს

ოზურგეთის, ასევე გურიის მოსახლეობის უმრავლესობა, სურსათ სანოვაგესა და პირველადი მოხმარების ნივთებს, მეზობელ თურქეთში იძენს.~

როგორც „გურიის მოამბესათვის“ ხდება ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში ყველა სახის პროდუქტზე ფასების მკვეთრი მატების გამო, იძულებულია ცხოვრებისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და ნივთებისათვის შესაძენად მეზობელ თურქეთში გადავიდნენ.

ფასების მკვეთრი განსხვავების გამო-თურქეთში ნებისმიერი პროდუქტი მინიმუმ 40% ნაკლები ღირს-ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მეზობელ ქვეყანაში ვაჭრობს.

არაოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეთა მეზობელ ქვეყანაში ვაჭრობის მოცულობა რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

თვითმხილველები გვეუბნებიან, რომ საქართველო თურქეთის საზღვარზე ათასობით მოქალაქეა და თავისთავად გადამსვლელ-გადმომსვლელთა რიგები დგას.

რედაქცია დაინტერესდა რა განაპირობებს საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდას და აკეთებს თუ არა ხელისუფლება რაიმეს მაინც, რომ ამ ხრივ მოსახლეობამ რაიმე შეღავათი იგრძნოს და ელემენტარულად, ზეთის, ქათმისა თუ ინდაურის და შაქარის შესაძენად ასეული კილომეტრი არ გაიაროს, რომ ეს პროდუქტები მეზობელ თურქეთში შეიძინოს.

როგორც ჩვენ ადგილობრივი ბიზნესმენები გვეუბნებიან, ქართულ ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ძირითადა კი ეს ე.წ. „ქეშბექი“ და ასევე ე.წ. „მარკეტინგული ბიზნესია“.

ამ სახელებმა არ უნდა მოგვატყუოს, რადგან, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ორივე ძირითადად ბაზარზე რუსული მართვის სტილის დანერგვამ და რუსულმა ინვესტიციებმა განაპირობეს.

მაგალითად „ქეშბექი“ საქართველოში მასიურად ე.წ. სავაჭრო ქსელების განვითარების შემდეგ დაინერგა, რასაც პრინციპში ემთხვევა ქართულ ბაზარზე პროდუქციაზე ფასების მატების მკვეთრი ზრდა.

ამ ბაზარზე ლიდერობენ „მაგნიტი“. „ორი ნაბიჯი“,  „სპარი“,“ნიკორა“, „კარფური“ და ასე შემდეგ. თითოეული მათგანი საქართველოში ასეულობით სავაჭრო ცენტრს ფლობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

სხვათაშორის „ქეშბექი“ პირველად ჩვენთან „კარფურმა“ დანერგა.

რას ითვალისწინებს „ქეშბექი“?  მაგალითად ხარ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, და შენი პროდუქციის გატანა გინდა ბაზარზე, არცერთი ეს კომპანია საკუთარ ქსელში შენს პროდუქტს არ შეუშვებს თუ არ დათანხმდი მის პირობებს, კერძოდ შეგაქვს 10 ლარის პროდუქცია, ის შენ გირიცხავს 10 ლარს, მაგრამ იმისათვის რომ მან შენი პროდუქცია მის ქსელში შეუშვას შენ უნდა ათანხმდე მის პირობებს და ერთ ერთი „ქეშბექია“ რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ქსელი შენი პროდუქციის ღირებულების თანხას-10 ლარს გინაზღაურებს, შენ მას აქედან 3 ლარს უკან უბრუნებ ოფიციალურად. ანუ უკვე შენი პროდუქცია რომელიც შესაძლებელი იყო 7 ლარად შეგეტანა ქსელში მისი ღირებულების 42% „ქეშბექის“ დახმარებით იმატებს, თანაც ქსელი გავალდებულებს, რომ – შენ სხვა ქსელში ამ პროდუქციას უფრო იაფად ვერ შეიტან.

ეს ისეთის სისტემაა და ქსელური მაღაზიების მოქმედებები ის არიან ერთმანეთთან ორკესტრირებული, რომ ამ სქემაში ჩართვაზე უარს მარტო დამწყები კომპანიები, მაგალითად კვერცხის მწარმოებლები, კი არა, თვით „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „ნაბეღლავიც“ ვერ ამბობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამათაც კი ეს პირობითად რომ ვთქვათ „ქსელური“ კასტა, ბაზარზე მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

როგორც ზემოთ ვთქვით, სწორედ ეს „ქეშბექია“ ძირითადად იმის მიზეზი, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქცია მინიმუმ 42% გაძვირდა, მაგალითად დაგებადებათ კითხვა რატომ უნდა გაძვირებულიყო „ნაბეღლავი“ ან „კოკა კოლა“?

ქსელური ნაღაზიების დიქტატი, ერთის მხრივ და მონოპოლია, ასევე მეორეს მხრივ მარეგულირებელი კომპანიების გულგრილობა განაპირობებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ჩვენ ამ ბაზარზე გვაქვს.

მაგალითად კომპანია „ნიკორამ“, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, შესაძლოა თავისი პროდუქციის წარმოებაც კი შეამციროს, იმდენად მაღალია მისი ქსელური მაღაზიების მოგება, საკუთარი პროდუქციიდან მიღებულ დივიდენდებთან შდარებით.

მეორე ფაქტორი, რომელიც პროდუქციას 42% ზე ზემოთ აძვირებს, ე.წ. „მარკეტინგული ბიზნესია“ – ანუ ვერც ერთი ბრენდი ვერცერთ სავაჭრო ცენტრში ვერ განათავსებს თავისი ბრენდული ნიშნით დანადგარს, სადაც მისი პროდუქცია იყიდება, თუ ქსელს მნიშვნელოვან თანხას არ უხდის, ცნობილი ბრენდები, ძირითადად ალკოჰოლური, უალკოჰოლო, საკვები პროდუქციისა და ნაყინის მწარმოებლები, ასეთი სერვისისათვის სავაჭრო ქსელებს ყოველწლიურად ასეულობით ათასს დოლარს უხდიან, რაც თავისთავად აისახება ამ პროდუქციის ფასზე.

ჩვენ ოზურგეთში რამდენიმე ბიზნესმენს ვესაუბრეთ და ისინი შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებიდან გულგრილობის მიზეზებზე დაბეჯითებით ვერ საუბრობენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რადგან საქართველოში ბიზნესი „სახელისუფლებო კაპიტალიზმის“ რანგში ვითარდება, ანუ ნებისმიერ სფეროს ხელისუფლების ესა თუ ის გავლენიანი წარმომადგენელი კურირებს, ანუ „წილში ზის“ , შესაძლოა ეს „ქსელური“ კასტა, სახელისუფლებო შტოსა და მმართველი პარტიის ერთ ერთი ძირითადი დონორია, ე.წ. „შავი ფულის“ აკუმულირების“ მხრივ, მმართველ პარტიას კი სულ უფრო მეტი და მეტი ფინანსური რესურსი უჯდება ხელისუფლების შენარჩუნება მზარდი უკმაყოფილების ფონზე საკუთარი ელექტორატის მკვეთი შემცირების გამო.

,,ეს არის ხარკი, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის დიდი ნაწილი ვერ უძლებს“ – რა გადასახადების გადახდა უწევს ბიზნესს ქსელური სუპერმარკეტების დახლებზე მოსახვედრად

2 კვირაზე მეტია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მთავარი დავალება პრემიერისგან პირველადი დანიშნულების პროდუქტზე ფასის შემცირებაა. ფასნამატი რომ მაღალია, ყველა თანხმდება, თუმცა სამუშაო ჯგუფებში ირკვევა, ვისი ბრალია იმპორტიორების, თუ რითეილ სექტორის. პრემიერის ბოლო განცხადებით, საზოგადოებამ გაიგო, რომ ქსელური მარკეტები, თამაშობენ იმ წესებით, რომელიც არ არის საერთაშორისო პრაქტიკა და ეს უნდა დარეგულირდეს კანონით სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.

რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კი, „ბიზნესპრესნიუსს” უთხრა, რომ ევროდირექტივა, რომელსაც კანონი უნდა დაეფუძნოს, რეალურად ადგილობრივი წარმოების და ფერმერებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, რაც ქსელურ მარკეტებს ისედაც აქვთ და განთავისუფლებული არიან არაერთი გადასახადისგან.

მცირე ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას” დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს, რომ მაღალი გადასახადების გამო, ისინი არცერთ დიდ ქსელში არ არიან წარმოდგენილი.

„ეს არის იმხელა ხარკი, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის დიდი ნაწილი ვერ უძლებს. ბოლო პერიოდში ნამდვილად არ ვიცი როგორაა, რადგან კატეგორიულად აღარ ვეკარებით დიდ ქსელებს. იმდენად დიდი გადასახადები ჰქონდათ, როცა შესვლას ვგეგმავდით, რომ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 1 სახეობაზე 800 ლარს და პლუს დღგ-ს გადასახადს გვთხოვდნენ. 5 სახეობაც რომ შეგვეტანა, მაინც ძალიან დიდი იყო გადასახადი. ეს მოთხოვნები ჰქონდა ყველა დიდ ქსელს, ვისთანაც გვქონდა მოლაპარაკება. ეს არის კაბალური პირობები.“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, ქსელებში შესვლას ახერხებს, თუმცა გადასახადები რომ მაღალია და არავითარი შეღავათი არ არსებობს ადგილობრივი წარმოებისთვის, ამაზე რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, „შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოს ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრობს.

„ყველაზე მძიმე ბიზნესისთვის ქეშბექია. ამის გარდა, არის შესვლის გადასახადი. ახალ ქსელში რომ შედიხარ, არის გადასახადი, ამის გარდა, არის გადასახადი სათითაო პროდუქტზე, ზოგი 1000 ლარია, ზოგი მეტი, ქსელს გააჩნია. ყველა ახალ შეტანილ პროდუქტზე ამ გადასახადის გადახდა გვიწევს. იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეღავათი. თავიდან, როცა ქსელებში შევედით, 2 კვირაში ერთხელ, ან ყოველ კვირას გვიხდიდნენ. დღეს გადავიდნენ 1 თვეზე. ამ დროს, ჩვენ ნედლ რძეს ვყიდულობთ ყოველდღე და ყოველდღე ვიხდით ან 2-3 დღეში ფერმერებთან ფულს. ერთი თვის გასვლის შემდეგ, არ აბრუნებენ ფულს სრულად და იკავებენ ძალიან დიდ თანხას, არ ანულებენ. ყველაზე რთული და ცუდი ეს გაჩერებული დიდი თანხაა, რომლის რესურსი ქართული წარმოებების დიდ ნაწილს არ გვაქვს 100 -200 ათასს რომ აჩერებს თითო ქსელი, როგორ უნდა განაგრძო ოპერირება? 1 წელი უნდა იმუშაო დაახლოებით, რომ ამოავსო ეს თანხა. არანაირი პრივილეგია და შეღავათი არ გვაქვს ქართულ წარმოებებს“, – განაცხადა ბენიაიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share