“უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ჩვენს პარტნიორებთან, კონკრეტულად კი ამერიკულ მხარესთან დღეს კონტაქტების შესახებ ისაუბრა. ჩვენ მათ ენერგეტიკის სექტორში რუსული დარღვევების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. იყო დარტყმები, მათ შორის დღეს იყო კიდევ ერთი დარტყმა ხერსონში – რუსული თვითმფრინავი გამოიყენეს ენერგეტიკული ობიექტის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიზანმიმართული იყო. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ყოველი ასეთი დარღვევა უნდა დაფიქსირდეს და მივიღოთ პასუხი ჩვენი პარტნიორებისგან. რუსეთის მხრიდან სწორედ ეს დეტალები აფერხებს დიპლომატიური პროცესის წინსვლას. ამერიკის მიერ შეთავაზებული ცეცხლის უპირობო შეწყვეტა მხოლოდ რუსეთის პოზიციის გამო არ ხორციელდება.”
– ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.