ჩვენ ვართ ახლა ბრძოლაში, ჩვენს უკან უფსკრულია და ვერ გავჩერდებით, – ამის შესახებ “სოვლაბის“ მკვლევარმა, რუსუდან კობახიძემ განაცხადა.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ “საქართველოს არ აქვს დიქტატურის დამყარების რესურსი, რუსეთის გარეშე.“
”არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც პერმანენტული და ჯიუტია, რომელიც არ ახდენს გავლენას. საქართველოს არ აქვს დიქტატურის დამყარების რესურსი, რუსეთის გარეშე. დიქტატურა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური რესურსი, არის გამორიცხული. დიქტატურას, რომელსაც არ აქვს რესურსი ძალოვანი სტრუქტურების, გამორიცხულია, ისინი არიან ზურგმოშიშვლებულები და ელოდებიან რუსეთის გამარჯვებას“, – განაცხადა კობახიძემ.