ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს

რუსები ცდილობენ მთლიანად დაიპყრონ ქალაქი ლიმანი, რადგან ის დონბასში შეტევის მომდევნო ეტაპისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა სავარაუდოდ, ლიმანის უმეტესი ნაწილზე კონტროლი უკვე დაამყარეს.

“ქალაქი ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან მას აქვს სარკინიგზო კვანძი, რომელიც ჩრდილოეთ დონეცის მდინარეზე მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებს უკავშირდება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვა აღნიშნავს, რომ ლიმანის მახლობლად ხიდი რუსეთს მისცემს უპირატესობას დონბასზე შეტევის პოტენციურ შემდეგ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც ის შეეცდება წინსვლას უკრაინის მიერ კონტროლირებად საკვანძო ქალაქებში დონეცკის ოლქში, სლოვიანსკსა და კრამატორსკში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share