ნინო გაჩეჩილაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა. “დედა!!! რა საშინელი გრძნობაა უშენობა…” – წერს მსახიობი.

ნინო და თაკო გაჩეჩილაძეების მამა, გივი გაჩეჩილაძე ცნობილი კომპოზიტორია. ის წლების წინ ანსამბლ “რეროს” სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე, თინა გაჩეჩილაძე, რომელიც ანსამბლში მღეროდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share