საკუთარ ქვეყანას ასამართლებენ, ეს არის ყველაზე დიდი ღალატი, რაც საქართველოს შემთხვევაში ყოფილა-ბიბილაშვილი

საკუთარ ქვეყანას ასამართლებენ, ფაქტობრივად. ჩვენ ღალატი რა გვგონია? ღალატი არის პროზაული, ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდი ღალატი, რაც საქართველოს შემთხვევაში ყოფილა, – ამის შესახებ “ჭაქვჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, “უკვე ქვეყანაზე კი არა, იმაზეა საუბარი, ფიზიკურად გადავრჩებით თუ არა ჩვენ,რათა ხვალ ქვეყნისთვის ბრძოლა შევძლოთ.“

”ჩვენ უკვე ვართ რუსეთის ვითარებაში, ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დე ფაქტოა, უბრალოდ შენობას აწერია სასამართლო, ჩვენ გვაქვს პარლამენტი, რომელიც არ არის საკანონმდებლო ხელისუფლება, უბრალოდ შენობას აწერია. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ერთი ოჯახის უფროსების ინტერესებს ემსახურება. ამ ვითარებაში, ნებისმიერი სისტემის მიერ დადგენილი წესების მიღება, უკვე არის ამ სისტემის უნებლიე ლეგიტიმაცია და შეუძლებელია მათ მოედანზე გამარჯვება. ამისთვის უნდა შევცვალოთ მოედანი და პირობები” – განაცხადა ბიბილაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share