ხელშეკრულება, რომელიც გურიაში არარსებული თოვლის გასაწმენდად დადეს, “ოცნებამ” გააუქმა

“ტვ პირველის” მიერ გასაჯაროებული ფაქტების შემდეგ გაუქმდა ხელშეკრულება, რომელიც გურიაში არარსებული თოვლის გაწმენდითი სამუშაოებისთვის გააფორმეს.

საქმე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 19 მარტს “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის ძმასთან დადებულ შეთანხმებას ეხება. ირკვევა, რომ 300 ათასი ლარის დახარჯვას ადგილობრივი ხელისუფლება უკვე დამდნარი თოვლის შემდეგ  გზების გაწმენდად და ტექნიკის მობილიზებაში აპირებდაა, თუმცა მას შემდეგ, რაც სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს “ტვ პირველმა” მიაგნო, ხელშეკრულებაა გაუქმდა.

ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ  ბიუჯეტის დახმარებით, ჩინოვნიკები ფულს ათეთრებენ, რაც დანაშაულია.

ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი არ მოვაპარინეთ ჩოხატაურის მერიის ჩინოვნიკებს. ხოლო, ის, რომ ახლა ხელშეკრულება გაუქმებულია, არ ნიშნავს, რომ ეს საქმე დასრულებულია. დასრულებული ვერ იქნება, რადგან ის, რომ მათ ფულის მოპარვა უნდოდათ, ეს არის შემდგარი და დადასტურებული ფაქტი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს საქმე იქნება გამოძიებული და დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა, რომელმაც ხელი მოაწერა და რომელმაცა განიზრახა, რომ ბიუჯეტიდან მოეპარათ 300 ათასი ლარი, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე. 

ხელშეკრულება, რომელიც გურიაში არარსებული თოვლის გასაწმენდად დადეს, "ოცნებამ" გააუქმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share